მშრალი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ცივი კარაქი და ხელით გახსენით. დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და კოვზით კარგად მოურიეთ. შემდეგ ხელით მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, გაახვიეთ კულინარიულ ცელოფანში და დააყოვნეთ 1 საათით მაცივარში. ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით სამკუთხედებად, მოათავსეთ სასურველი შიგთავსი (ჯემი, ქიშმიში, შოკოლადი...) და გადაახვიეთ. ბოლოს თავზე გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით. გემრიელად მიირთვით!