ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, გახეხილი ყველი და მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი. მიღებული ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. შემდეგ ძეხვის ფორმად გააბრტყელეთ და პატარა რგოლები შეკარით. რგოლები გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით. გემრიელად მიირთვით!