
ამ რეცეპტით 50 პატარა ბურთულა გამოგივათ.
ერთმანეთს შეურიეთ ხაჭო, კვერცხი და მარილი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ - შედედებული რძე და კარგად ამოურიეთ.
ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ორივე დაამატეთ ხაჭოს მასას. მიღებული ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და შეწვით ზეთში (ზეთი თითქმის უნდა ფარავდეს ბურთულებს).
გემრიელად მიირთვით!