თბილ წყალში ჩაყარეთ მარილი, ჩაასხით ზეთი და დაახურეთ თავი. რომ ადუღდება, ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ 6-7 წუთით. მაკარონი გადაწურეთ, გადაასხით ცივი წყალი და მაქსიმალურად დაწრიტეთ. შემდეგ გადაიტანეთ ჯამში, მოაყარეთ სიმინდის სახამებელი და ამოურით. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და ნაწილ-ნაწილ დაბრაწეთ მაკარონი. შემწვარ მაკარონს დაუმატეთ მარილი და სუნელები (წითელი და შავი პილპილი, ჩილი, გამხმარი ქინძი... ) გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!