ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთს. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კარაქი და კვლავ ამოურიეთ. გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით. ბისკვიტი დანამეთ სიროფით. დაგაინტერესებთ: ციტრუსის სიროპი კვერცხის ცილა ათქფვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ 100 მლ წყალში გახსნილი ჟელატინი და გააგრძელეთ თქვეფა. მასა გადაიტანეთ ბისკვიტზე და შედგით მაცივარში 3-4 საათით. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ. მოასხით სუფლეს, წაუსვით გვერდებზეც და შედგით მაცივარში 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!