1/2 ჭიქა ცივ რძეში გახსენით სახამებელი დანარჩენი რძე გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. შაქარი რომ გადნება, დაუმატეთ რძეში გახსნილი სახამებელი. მასა რომ გასქელდება და ერთგვაროვანი გახდება, დაუმატეთ ვარდის წყალი და გადმოდგით. მასა ცოტათი რომ გაგრილდება, გადაანაწილეთ ჭურჭელში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და კარგად გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. გააფორმეთ ფისტათი ან თქვენთვის სასურველი სხვა თხილეულით. გემრიელად მიირთვით!