რძე გაათბეთ. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ ერთმანეთისგან. კვერცხის გულს დაუმატეთ 150 გ შაქარი (დანარჩენი შეურიეთ რძეს) და გათქფვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და დაიწყეთ თქვეფა. უფრო ადვილად რომ გათქვიფოთ, დაუმატეთ თბილი რძის ნაწილი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, კვერცხის მასა გადაიტანეთ რძეში და გაზზევე გააგრძელეთ მისი მიქსერით თქვეფა. ბუშტები რომ გაუჩნდება, კრემი მზად არის. გადმოდგით გაზიდან და გააგრილეთ. კარაქი ათქფვიფეთ ვანილთან ერთად. დაუმატეთ ლიმონის ცედრა. კარგად გაცივებული კრემი ეტაპობრივად დაუმატეთ კარაქს და კარგად გათქვიფეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ქვაბში მოთავსეთ წყალი, კარაქი, მარილი და ვანილი. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. კარაქი რომ გადნება და მასა წამოდუღდება, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ. ცომი კარგად რომ გამოშრება, მზად არის. ცომი გადაიტანეთ ჯამში და კარგად გააცივეთ. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი. თქვეფა გააგრძელეთ ერთგვაროვანი და წებოვანი მასის მიღებამდე. კოვზის გამოყენებით ცომის პატარა გუნდები გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი შუ გაჭერით შუაზე და გულში მოათავსეთ კრემი. გააფორმეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!