ვატრუშკები ხილით
ვატრუშკები ხილით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ვატრუშკები, როგორც წესი, ხაჭოთი მზადდება, მაგრამ ძალიან გემრიელია ხილით მომზადებულიც.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1/2 ჭ
  • კვერცხი - 3
  • საფუარი - 15 გ
  • რძე - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • ხილი - 200-300 გ
  • ზეთი - 2 ს.კ
  • მარილი
მომზადების წესები
ფქვილს შეურიეთ საფუარი, დაამატეთ რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი და მოზილეთ ცომი. დადგით თბილ ადგილას. როცა ამოფუვდება, ჩაზილეთ და ხელახლა ამოფუებას დაელოდეთ.

ხილი გარეცხეთ, შეაშრეთ. თუ კენკრაა, პირდაპირ მოაყარეთ შაქარი, თუ დიდი ზომის ხილია, დაჭერით და შემდეგ მოაყარეთ  შაქარი.აურიეთ

ცომი პატარა გუნდებად დაყავით და გააბრტყელეთ. შუაში მოათავსეთ ხილი, გვერდები ისე გადმოუკეცეთ ცენტრისკენ რომ ხილი კი არ დაფაროთ, არამედ, მის გარშემო შემაღლება გააკეთოთ. დაალაგეთ საცხობ ფორმაზე და აცალეთ ხელახალი ამოფუება 15 წუთით. შემდეგ კვერცხი გადაუსვით და შედგით ღუმელში 15-20 წუთი 180-200 გრადუსზე.
ტეგები:
ცომი რძე ხილი ნანახია: 18511