ჯამში გადაიტანეთ თბილი რძე, გახსენით მასში საფუარი, მოურიეთ და დააყოვნეთ 15 წუთით. შაქარი, კვერცხი, ვანილი და გამდნარი კარაქი გათქვიფეთ. დაუმატეთ საფუვრიან რძეს, დაამატეთ მარილიც და გათქვიფეთ. ბოლოს ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ. ცომს გადააფარეთ ცელოფანი და დააყოვნეთ 2 საათით. შიგთავსის მოსამზადებლად შაქარი და დარიჩინი შეურიეთ. ცომი გადაზილეთ, გააბრტყელეთ 3-5 მმ სისქეზე, გადაუსვით გამდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრისა და დარიჩინის ფხვნილი და გახეხილი შოკოლადი. გადაახვიეთ რულეტივით, დაჭერით და გადაიტანეთ ფორმაში. 10-15 წუთი დააყოვნეთ და გამოცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით. კრემის მოსამზადებლად გათქვიფეთ კარაქი, კრემყველი და შაქრის ფხვნილი. კრემი გადაანაწილეთ ნამცხვარზე და მიირთვით ჩაისთან ერთად.