ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, კვერცხი და მარილი გათეთრებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ შედედებული რძე. შემდეგ დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი. ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთს კაკაო შეურიეთ, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და ორივე ბისკვიტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით. კრემის მოსამზადებლად არაჟანი და შაქარი გათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ არაჟნის გამასქელებელი. დასანამი სითხის მოსამზადებლად შედედებულ რძეში გახსენით წყალი. გლაზურის მოსამზადებლად შოკოლადს დაასხით ცხელი რძე და გათქვიფეთ. ბისკვიტები გაჭერით შუაზე. თითოული ფენა დანამეთ და დაკრემეთ. ბოლოს მოასხით შოკოლადის გლაზური და მზად არის. გემრიელად მიირთვით!