დიდ ჯამში მოათავსეთ 1 ჭიქა ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი. ქვაბში გაათბეთ რძე და გაადნეთ 2 სკ კარაქი. შეურიეთ რძე და კარაქი მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ ორი კვერცხი და დანარჩენი ფქვილი ნელ-ნელა. მოზელილი ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1 საათით. ცომი ერთხელ კიდევ ჩაზილეთ. გაყავით 2 ნაწილად და 10 წუთით დააყოვნეთ. ორივე გუნდა 10 სმ სიგრძესა და 4 სმ სისქეზე გააბრტყელეთ (ჯოხის მაგვარი ფორმა უნდა მიიღოთ). მიღებული ცომი ერთმანეთზე გადაახვიეთ და რგოლად შეკარით. გადახვევის ადგილებში კვერცხები მოათავსეთ, თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და დააყოვნეთ თბილ ადგილას 30-45 წუთით. ცომს გადაუსვით 2სკ დამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!