გამდნარ კარაქს დაუმატეთ არაჟანი, შაქარი, ვანილის შაქარი და სასურველი სანელებლები. დაუმატეთ კვერცხიც, ბოლოს - ფქვილი და კარგად გათქვიფეთ. შემდეგ ნაზად შეურიეთ სასურველი რაოდენობის ქიშმიში. სოდა და ძმარი გახსენით და დაუმატეთ ფქვილს. ფორმაში (20 სმ სიმაღლე და 11 სმ დიამეტრის) ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ ცომი ისე, რომ ნახევარს ავსებდეს. ტაფაზე მოათავსეთ ალუმინის გამოსაცხობი ფორმა და მასში ჩადეთ პასკის ფორმა. თავზე გადაადეთ ქვაბი და დააყოვნეთ რამდენიმე საათით (2-3) დაბალ ცეცხლზე. თავი რომ გაუმაგრდება, ამოატრიალეთ ფორმა და 10-15 წუთით დააყოვნეთ. გააფორმეთ მინანქრით და მიირთვით.