100 მლ წყალში გახსენით 100 გ ფქვილი და 1 სკ შაქარი. კარგად აურიეთ და დააყოვნეთ 30 წთ-ით თბილ ადგილას. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, არაჟანი და დარჩენილი რძე. დაუმტეთ გაგრილებული დამდნარი კარაქიც. ამოყვანილ ცომს დაუმატეთ სველი ინგრედიენტები, მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოსაზელად დაიხმარეთ ზეთი. ცომს გადააფარეთ ჩაის ტილო და მოათავსეთ თბილ ადგილს. ზომაში რომ გაიზრდება, ჩაზილეთ და კვლავ დააყოვნეთ. ასე გაიმეორეთ ორჯერ. ბოსტნეულთან ერთად მოთუშეთ მოხარშული ქათმის ფილე. დაუმატეთ სანელებლები. ცომი თხლად გადაანაწილეთ ფორმის ძირსა და გვერდებზე. შიგნით მოათავსეთ ქათმისა და ბოსტნეულის შიგთავსი. ცომის პატარა ნაწილით ბოსტნეულს თავი დაუფარეთ და გამოცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. შიგთავსიანი პასკა გააგრილეთ და არაჟნის სოუსით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!