სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ცხიმში. დაუმატეთ სტაფილო და შუშეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ გადაიტანეთ სამზარეულოს ხელსახოცებზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. კარტოფილი მოხარშეთ და გახეხეთ. ლორი დაჭერით კუბიკებად. მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე, გული ამოაცალეთ და ჩანგლით დააქუცმაცეთ. ცილა გახეხეთ. მაიონეზით დაიტანეთ თეფშზე კვერცხის ფორმა და დაიწყეთ სალათის აწყობა: პირველი ფენა კარტოფილია (თავზე ცოტა მარილიც მოაყარეთ), შემდეგ - მაიონეზი თხელ ფენად და ზოლებად გადაუსვით. შემდეგ მოაყარეთ ლორი და კვლავ მაიონეზი, შემდეგ - კვერცხის გული და მოთუშული ხახვი და სტაფილო გადაანაწილეთ. კვლავ ზოლებდ გადაუსვით მაიონეზი და ბოლო ფენად გახეხილი კვერცხის ცილა მოაყარეთ. გააფორმეთ მწვანილითა და დაჭრილი ბულგარული წიწაკით. გემრიელად მიირთვით!