ქვაბში გადაიტანეთ კვერცხი, შაქარი და ვანილის შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ ცივი რძე, შემოდგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. რომ გასქელდება, დაუმატეთ კარაქი და გააგრძელეთ მორევა. რამდენიმე წუთში გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. ჯამში გადაიტანეთ ფქვილი და ჩაახეხეთ ცივი კარაქი (დაიხმარეთ ფქვილი). დაამატეთ ვანილის შაქარი, შაქარი და ხელით გააფხვიერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. რამდენიმე წუთით დააყოვნეთ და გამუდმებით ურიეთ. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ქოქოსის ფანტელიც. ფორმაში ან კონტეინერში ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი (ძირსა და გვერდებზეც) და დაიწყეთ ტორტის აწყობა. ძირზე თხელ ფენად გადაიტანეთ კრემი. შემდეგ მოაყარეთ ნაფშვენები. შემდეგ ისევ კრემი და ა.შ. გააფორმეთ გახეხილი შოკოლადით, მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით და მიირთვით.