ტაფაზე მოაყარეთ ფქვილი და ხის კოვზით მოურიეთ. ფერს ოდნავ რომ შეიცვლის, დაუმატეთ შაქარი. შემდეგ დაუმატეთ კარაქიც და ურიეთ. კარაქი და შაქარი სრულად რომ გადნება და მასა ყავისფერს მიიღებს, დაუმატეთ ცხელი რძე. მოურიეთ სწრაფად და ფრთხილად. გააჩერეთ 6-7 წუთით და გადადგით. მიღებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმებში და გააგრილეთ. გემრიელი ირისის კანფეტები მზად არის, გემრიელად მიირთვით!