წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. თავზე გადააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 10 წუთით. შემდეგ დაუმატეთ მარილი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი. მასა რომ შეიკვრება, დაუმატეთ ზეთი ან დამდნარი კარაქი და ზელვა გააგრძელეთ. მოზელილი ცომი გადაიტანეთ ჯამში, თავზე გადააფარეთ და დააყოვნეთ 2-3 საათით. ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და პატარა გუნდები გააკეთეთ. ცომი გააბრტყელეთ, მასზე გადაანაწილეთ წყალში გახსნილი ტომატპასტა, გადაიტანეთ დაჭრილი ძეხვი, ყველი, კიტრის მწნილი (ან თქვენთვის სასურველი სხვა ინგრედიენტები) და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 15 წუთით.