თბილ რძეში გახსენით საფუარი. ცალკე ჯამში მოათავსეთ ფქვილი და შეურიეთ რძისა და საფუარის მასა. ცომს გადააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 2 საათით. ცომი გადაიტანეთ თავდამაგრებულ საკონდიტრო ცელოფანში (თუ არ გაქვთ, უბრალოდ კოვზი გამოიყენეთ) და ზეთში შეწვით პატარა ბურთულები. რამდენჯერმე ამოატრილეთ და ღია ყავისფერს რომ მიიღებს, მზად არის. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან გამდნარი შოკოლადი მოასხით. გემრიელად მიირთვით!