ნაბიჯი 1: ცომი ➔ თბილ რძეში გახსენი საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, გააჩერე 10 წუთი ➔ შაქარი და კარაქი (ოთახის ტემპერატურის) ათქვიფე გათეთრებამდე ➔ დაამატე კვერცხი ➔ გამაფხვიერებელი ➔ ნელ-ნელა შეურიე ფქვილი, ერთგვაროვანი სქელი წებოვანი ცომი გამოვა. ➔ დააფარე საკვები ცელოფანი და გააჩერე 1 საათით. ნაბიჯი 2: სტაფილოს მურაბა ➔ ცხელ ტაფაზე მოათავსე დარიჩინის ჩხირი, რამდენიმე მიხაკი და ილი. ➔ თბილი სუნელების სურნელს რომ იგრძნობ დაამატე ნახევარი ფორთოხლის და ნახევარი ლიმონის წვენი, გააჩერე რამდენიმე წუთით და გადაწურე. ➔ ამავე ტაფაზე საშუალო ცეცხლზე მობრაწე 3 ცალი პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, ქიშმიში და 3 ს.კ. შაქარი. ➔ შაქარი რომ დადნება დაამატე ფორთოხლისა და ლიმონის წვენი (სუნელებით გაჟღენთილი), 1 ფორთოხლის ცედრა, ცოტა ვანილი. ნაბიჯი 3: გამოცხობა დასვენებულ ცომს შეურიე მურაბა. ფორმას წაუსვი ცხიმი და მოაყარე ფქვილი. შეავსე ფორმა ნახევრამდე, დააფარე და დაასვენე 30წუთით. ელექტროღუმელი გაახურე 160 გრადუსზე და გამოაცხვე 40-45 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!