გამღვალ კარაქს დაუმატეთ შაქარი, არაჟანი, ვანილი და მარილი. დაუმატეთ მანის ბურღულიც და კარგად ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ხაჭო და კვერცხი და ხელის ბლენდერით გათქვიფეთ. თქვეფა გააგრძელეთ მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში. გამოსაცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და გადაანაწილეთ მასა. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 70-90 წუთით. მიიღებთ ფუმფულა, მკვრივ ნამცხვარს, რომელიც პირში დნება. გემრიელად მიირთვით!