რძის ნახევარი გაათბეთ.გახსენით მასში საფუარი და გამაფხვიერებელი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 10 წუთით თბილ ადგილას. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. თითოეულში გადაანაწილეთ შაქარი და კარგად ამოიყვანეთ. ამოყვანილ კვერცხის გულს შეურიეთ ბეზე. ჯამში გაადნეთ კარაქი 200 გ რძესთან ერთად. დიდ ჯამში გაცერით ფქვილი. ჯერ შეურიეთ ამოყვანილი საფუარი და ნაზად ამოურიეთ. დაუმატეთ ვანილი და სანელებლებიც. შემდეგ შეურიეთ რძეში გახსნილი კარაქი, ბოლოს კი კვერცხის მასა. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ ცოტა ზეთიც დაუმატოთ. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 4 საათით. ცუკატებსა და ქიშმიშს დაასხით ალკოჰოლი. 4 საათის შემდეგ ცომი ჩაზილეთ, დაუმატეთ ცუკატები და ქიშმიში. გადაიტანეთ ცომი ფორმებში და დააყოვნეთ 2-3 საათით. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 40-50 წუთით. გამომცხვარი პასკები გააგრილეთ, მორთეთ შოკოლადის განაშითა და თხილეულით. გემრიელად მიირთვით!