თასში ერთმანეთს შეურიეთ მაწონი და ფქვილი. შეგიძლიათ, ცოტა მარილიც დაუმატოთ. მოზილეთ ცომი. ცომი გადაიტანეთ ხის ზედაპირზე და გააგრძელეთ ზელვა. შემდეგ სასურველ ზომამდე გააბრტყელეთ, ზედაპირზე მოათავსეთ სასურველი ინგრედიენტები (პამიდვრის სოუსი, ყველი, სოკო, ლორი...) და გამოაცხვეთ 230 გრადუსზე 10-12 წუთით. გემრიელად მიირთვით!