3-4 ნაჭერი პური დაალბეთ რძეში ან წყალში, რომ კარგად გაიჟღინთოს სითხით. კვერცხი მოხარშეთ და გაჭერით შუაზე. ქათმის ფარშს შეურიეთ დამბალი და დაქუცმაცებული პური, დაჭრილი ხახვი, 1 კვერცხი, მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი. კარგად შეურიეთ ხელით. ხელი წყალში დაისველეთ და ფარშის ნაწილი დააგუნდავეთ, დაათხელეთ, შუაში კვერცხი მოათავსეთ და დააგუნდავეთ. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!