კარტოფილი გათალეთ და მოხარშეთ. მოხარშეთ და კუბიკებად დაჭერით კვერცხი და სტაფილო. დაჭერით ძეხვი (ან ლორი), მწვანე ხახვი და კიტრის მწნილი. ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ბარდაც, მარილი და პილპილი. კარტოფილი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს ცელოფანი. ზედ გადაიტანეთ კარტოფილი და კოვზით გადაანაწილეთ მართკუთხედის ფორმად (0,5 სმ სისქის რომ იყოს). თავზე გადაანაწილეთ მაიონეზი და მომზადებული შიგთავსი. გადაახვიეთ რულეტივით, თავი და ბოლო გადაუკეცეთ და გააჩერეთ მაცივარში 2 საათით. შემდეგ გამოიღეთ, მოაშორეთ ცელოფანი და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!