შიგთავსი: ⠀ ხახვი , ნიორი და სუნელები მოვშუშოთ ზეთში. შემდეგ ჩავასხათ ლობიოში, დავუმატოთ მარილი და ამოვზილოთ. დავჭრათ წვრილად ქინძი, გადავურიოთ და გადავდგათ გვერდზე, სანამ მოვამზადებთ ცომს. შუს ცომი: კარაქი, მარილი და წყალი მოვათავსოთ ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ ჩავაყაროთ ფქვილი და სწრაფად გადავურიოთ. ცომი დავტოვოთ გაზქურაზე და მუდმივად ვურიოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გავაცივოთ და დავუმატოთ თანდათან კვერცხი, სანამ არ მივიღებთ სასურველ კინსისტენციას. გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე და ისევ 15 წუთი ვაცხოთ. მომზადების ვიდეო იხილეთ აქ