ალკოჰოლში დაალბეთ ცუკატები ან/და ქიშმიში. საფუარს დაასხით თბილი რძე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და გამდნარი კარაქი. შემდეგ დაუმატეთ სანელებლები და გაცრილი ფქვილი. გადააფარეთ ჯამს ჩაის ტილო და დააყოვნეთ ცომი 40 წუთით. ცომი გადაიტანეთ დაფაზე და გადაზილეთ. შემდეგ ისევ გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15 წუთით. ცომი გააბრტყელეთ, გადაანაწილეთ მასზე ცუკატები, ქიშმიში ან თუნდაც გახეხილი შოკოლადი. ცომი გადაახვიეთ რულეტივით, გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და მიეცით მრგვალი (წრეწირის) ფორმა. სურვილისამებრ, ჩაჭერით გვერდები მაკრატლით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით. თავზე გაუკეთეთ თეთრი ან შავი მინანქარი.