კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. დაუმატეთ თბილი რძე და ურიეთ. ეს მასა გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დადგით, თან გამუდმებით ურიეთ (დაახლოებით, 10 წუთი დასჭირდება). მომზადებული სითხე გადაიტანეთ ჯამში და დაუმატეთ წყალში გახსნილი, გამღვალი ჟელატინი. არაჟანს დაუმატეთ ვანილი და მიქსერით გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ჟელატინშერეულ მასას და კარგად გათქვიფეთ. მიიღებთ ბლანტ სითხეს, რომელსაც ჟელატინი გაამაგრებს. მასა გადაანაწილეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 6-8 საათით. გემრიელად მიირთვით!