კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ გაამფხვიერებელი, რძე, კვერცხის ცილა და გააგრძელეთ თქვეფა. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და ამოურიეთ. გადაიტანეთ მასა გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით. ხაჭოს შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ვანილის შაქარი, გამდნარი კარაქი, დაჭყლეტილი ბანანი და ხელის ბლენდერით დაამუშავეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ 1 ჩკ ლიმონის ცედრა და ამოურიეთ. გაგრილებულ ბისკვიტზე გადაანაწილეთ კრემი და თავზე გამდნარი შავი შოკოლადი მოასხით ასევე დაგაინტერესებთ: შოკოლადის პრიალა მინანქრის 4 საუკეთესო რეცეპტი