თუკი სპეციალური სილიკონის ფორმები არ გაქვთ, არ იდარდოთ, კვერცხის ნაჭუჭს გამოვიყენებთ. კვერცხის თავი ფრთხილად ჩატეხეთ და გაათავისუფლეთ ცილისა და გულისგან. ჯამში წყალი ჩაასხით და მოათავსეთ ცარიელი ნაჭუჭები რამდენიმე წუთით. შემდეგ ამოალაგეთ და გააშრეთ. ქათმის ფილე ნახევრად რომ მოიხარშება, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ხახვი და სტაფილო. ხარშვის ბოლოს მარილი და პილპილიც დაუმატეთ. დაჭერით პატარა კუბიკებად ბოსტნეული და ფილე. გაამზადეთ ბარდა. ბულიონის 220 მლ წყალს დაუმატეთ წყალში გახსნილი და გამღვალი ჟელატინი. კვერცხის ნაჭუჭების 3/4 გაავსეთ შიგთავსით, შემდეგ ბულიონისა და ჟელატინის ნარევი დაასხით. შედგით კვერცხები მაცივარში რამდენიმე საათით. ფრთხილად შემოაცალეთ კვერცხის ნაჭუჭი ჟელეს და მიირთვით!