დარბილებული კარაქი ან მარგარინი გადაიტანეთ ჯამში. დაუმატეთ სახამებელი (კარტოფილის ან სიმინდის), 100 გ შაქრის ფხვნილი და მიქსერით გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, ნელ-ნელა შეურიეთ ზეთი. ბოლოს კი ფქვილი და ვანილი შეათქვიფეთ. ბოლოს მიქსერით მორევა გაგიჭირდებათ, ამიტომ ხელით გააგრძელეთ ცომის ზელვა. ცომი გაყავით ხუთ ნაწილად. თითოეულს ძეხვის ფორმა მიეცით, შეძლებისდაგვარად გაუსწორეთ გვერდები და დაჭერით სასურველ ზომაზე (რა თქმა უნდა, შეგუძლიათ პატარა გუნდები გააკეთოთ ან სხვა ნებისმიერი ფორმა მისცეთ). გამოაცხვეთ შაქარლამა 150 გრადუსზე 30-40 წუთით. ბოლოს ამოავლეთ შაქრის ფხვნილში და მიირთვით.