კომბოსტოს თავი ამოაჭერით. წყალი აადუღეთ, ცოტა მარილი ჩაყარეთ და მოწალეთ. დაახლოებით, 3-5 წუთი გააჩერეთ მდუღარე წყალში. ფურცლები რომ მოშორდება და დარბილდება, მზად არის და გადმოდგით. კვერცხს დაუმატეთ მაიონეზი და ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი, შავი პილპილი და კვლავ გათქვიფეთ. კომბოსტოს ფურცლები შუაზე გაჭერით, ამოავლეთ კვერცხისა და ფქვილის მასაში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. გემრიელი წასახემსებელი მზად არის, გემრიელად მიირთვით!