კარტოფილი დაჭერით კუბებად და მოხარშეთ. წყალი გადაწურეთ და დაჭყლიტეთ კარტოფილი. პიურეს მსგავს მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ კარაქი, კვერცხი და ფქვილი. თუკი ცომი ძალიან მოგეკრობათ ხელებზე, ფქვილი კიდევ დაუმატეთ. ცომი გაყავით სამ ნაწილად. თითოეულს ძეხვის ფორმა მიეცით და სასურველ ზომაზე დაჭერით. მიღებული ნაჭრები ხელით მოამრგვალეთ და ადუღებულ წყალში მოხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მიირთვით ვარენიკები ყველთან და არაჟანთან ერთად, ძალიან გემრიელია!