ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხის გულები, ოთახის ტემპერატურის კარაქი და მიქსერით გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ხაჭოს მასა გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დადგით, გამუდმებით ურიეთ. შაქარი რომ გადნება და მასა გათხელდება, ცეცხლიდან გადმოდგით და ხელის ბლენდერით გათქვიფეთ. ეს მასა გადაანაწილეთ სამ სხვადასხვა ჯამში. ერთს შეურიეთ დამდნარი თეთრი შოკოლადი, მეორეს - რძიანი, მესამეს - შავი. მაღალპროცენტიანი ნაღები კარგად გათქვიფეთ, სანამ სქელ, კრემისებურ მასას არ მიიღებთ. სამივე ჯამში თანაბრად გადაანაწილეთ ათქვეფილი ნაღები. აიღეთ სილიკონის (ან სხვა მასალის) ფორმა. შიგ ჩააფინეთ დოლბანდი („მარლა“) და დაიწყეთ მასის გადატანა. ჯერ გადაიტანეთ თეთრი მასა, შემდეგ რძიანი შოკოლადის, ბოლოს კი შავი შოკოლადის. დოლბანდის გვერდები თავზე გადაუკეცეთ პასკას და გააჩერეთ მაცივარში 24 საათით. ამოიღეთ პასკა ფორმიდან და სურვილის შემთხვევაში თავზე მოასხით გამდნარი შავი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!