ფქვილს დაუმატეთ საფუარი, შაქარი, ზეთი, მარილი და თბილი რძე. მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ და დააყოვნეთ 30 წუთით. ცომი ერთხელ ჩაზილეთ, თქვენი გამოსაცხობი ფორმის ზომაზე გააბრტყელეთ. ფორმაში გადატანილი ცომი დაჭერით 6-8 ნაწილად, თავზე გახეხილი ყველი მოაყარეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. გემრიელად მიირთვით!