ფქვილი, შაქარი, ვანილი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ცომი გააფხვიერეთ. დაუმატეთ კვერცხის გული და არაჟანი. მოზილეთ ნაზი ცომი, გაყავით ორ ნაწილად. თითოეული გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ საყინულეში 1 საათით. აიღეთ 20 სმ დიამეტრის ფორმა, ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი. ცხიმი წაუსვით გვერდებს და მათზეც დაიტანეთ საცხობი ქაღალდი. საყინულიდან გამოიღეთ ცომის ერთი ნაწილი და ჩახეხეთ გამოსაცხობ ფორმაში, გადაანაწილეთ კარგად და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 10 წუთით. არაჟანს დაუმატეთ 70 გ შაქარი და და ვანილის შაქარი. შემდეგ შეურიეთ სახამებელიც და კარგად ამოურიეთ. კვერცხის ცილა 70 გ შაქართან ერთად გათქვიფეთ, ამოიყვანეთ მყარი ბეზე. ბეზე ეტაპობრივად შეურიეთ არაჟნის კრემს. მიღებული მასა გადაანაწილეთ გამომცხვარ და გაგრილებულ ფხვიერ ბისკვიტზე. კრემის თავზე გადაანაწილეთ სასურველი ხილი (სასურველია კენკრა) და ცომის მეორე ნაწილიც დაახეხეთ. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 55 წუთით. გემრიელად მიირთვით!