ნამცხვარი „სპარტაკი“ - იგივე შოკოლადიანი „მედოვიკი“
ნამცხვარი „სპარტაკი“ - იგივე შოკოლადიანი „მედოვიკი“
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი
  • ფქვილი - 350 გ
  • შაქარი - 150 გ
  • კაკაო - 30 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • სოდა - 5 გ
  • გამაფხვიერებელი - 5 გ
  • თაფლი - 70 გ
  • კარაქი - 100 გ
კრემი
  • რძე - 600 მლ
  • შაქარი - 130 გ
  • კარაქი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ც
  • ვანილის შაქარი - 10 გ
  • სახამებელი - 30 გ
  • ნიგოზი, დაფქული - 100 გ
გლაზური
  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 100 გ
  • რძე - 50 მლ
  • კაკაო - 30 გ
მომზადების წესები

ჯამში ჩაცერით ფქვილი და კაკაო, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ამოურიეთ.

ორთქლის აბაზანაზე დადგით ჯამით კარაქი და თაფლი, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ კარაქის სრულ გადნობამდე. შეურიეთ კვერცხი და გათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ სოდა და დააყოვნეთ ორთქლის აბაზანაზე 10 წუთით.

ეს მასა შეურიეთ ფქვილისა და კაკაოს მასას. კარგად ამოურიეთ, რომ სველი და მშრალი ინგრედიენტები სრულყოფილად შეერიოს ერთმანეთს. მიღებული ცომი შეინახეთ მაცივარში 20 წუთით.

ცომი გაყავით 6 ერთნაირი ზომის და 1 პატარა ნაწილად. თითოეული გუნდა გადაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და გააბრტყელეთ 2 მმ სისქეზე (28 X 20 სმ). გამოცხობის წინ დაჩხვლიტეთ ფირფიტა ჩანგლით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 7 წუთით.

მოამზადეთ კრემი: ჯამში გადაიტანეთ სახამებელი, დაუმატეთ რძე და გათქვიფეთ. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე შემოდგით. თან ურიეთ, რომ ქვაბის კიდეებს არ მიეწვას. 

ჯამში მოათავსეთ შაქარი, ვანილის შაქარი და კვერცხი. გათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ რძის მასას. გამუდმებით ურიეთ, სანამ გასქელდება. მიღებული კრემი მაცივარში მოათავსეთ, სანამ კარგად გამაგრდება.

გაცივებული კრემი გათქფვიეფთ. ცალკე ჯამში გათქვიფეთ კარაქი და ეტაპობრივად დაუმატეთ მას მოხარშული კრემის მასა.

დაიწყეთ ნამცხვარის აწყობა: ფირფიტას კრემი წაუსვით და მოაყარეთ გატარებული ნიგოზი. ასე გააგრძელეთ ყველა ფირფიტაზე გარდა ბოლოსა. მოათავსეთ ნამცხვარი მაცივარში 1 საათით.

მოამზადეთ გლაზური (მინანქარი): ქვაბში გადაიტანეთ შაქარი, კაკაო და რძე. დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით და შეურიეთ კარაქი. მიღებული მინანქარი ნამცხვრის თავზე გადაანაწილეთ. ნამცხვარი ერთი ღამით გააჩერეთ მაცივარში და მიირთვით.