ჯამში მოათავსეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. ფქვილს დაუმატეთ სოდა და შეურიეთ კვერცხის მასას. ბოლოს დაუმატეთ ზეთი. ყველი გახეხეთ, მწვანე ხახვი დაჭერით და დაუმატეთ ცომს. ბოლოს დაუმატეთ წყალი, რომ მასა გათხელდეს. გამოაცხვეთ ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!