კვერცხი გათქვიფეთ შაქართან ერთად. მაწონს დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა (ან გამაფხვიერებელი დაუმატეთ შვრიას) და ამოურიეთ. მაწონი დაუმატეთ კვერცხს და გათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ შვრია, მარილი გემოვნებით და ზეთი. გამოაცხვეთ ოლადები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!