თხილი დავყაროთ საცხობ ფურცელზე და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოვხალოთ. ამ დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაიწვას. გავაგრილოთ, კანი გადავაცალოთ და მოვათავსოთ პროცესორში/კომბაინში/ბლენდერში. დავამატოთ შესქელებული რძე, თაფლი ან პუდრა, მარილი, დარიჩინი და დავფქვათ. დაახლოებით 2-4 წუთში უნდა მივიღოთ ერთგავროვანი, კრემისებური ნარევი.პარალელურად, ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი,შემდეგ კი ჩავამატოთ ბლენდერში თხილის კრემს და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ.გადავიტანოთ ქილაში და შევინახოთ მაცივარში.