დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილი. გათქვიფეთ მიქსერით, სანამ თეთრ, ნაზ მასას მიიღებთ. უკეთესი იქნება, თუკი შაქრის ფხვნილს გამოიყენებთ. ამ მასას დაუმატეთ კენკრა. სურვილის შემთხვევაში, დაჭრილი ნიგოზიც. ბოლოს კი ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩააცერით. მოზილეთ ცომი და გადაიტანეთ იგი სამზარეულოს ცელოფანში. მიეცით ძეხვის ფორმა. მოათავსეთ ცომი მაცივარში 30 წუთით. დაჭერით ორცხობილები და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!