1. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, საფუარი, რძე და გათქვიფეთ. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით. 2. ამ მასას დაუმატეთ ფქვილი. გააგრძელეთ თქვეფა და პარალელურად დაუმატეთ კვერცხი. შემდეგ - შაქარი, ტრიმოლინი და გამდნარი კარაქი. დაუმატეთ ნაღები. ბოლოს დაუმატეთ ლიმონის ცედრა, მარილი და სანელებლები (ვანილი, დარიჩინი, მიხაკი). მიღებული ცომს გადააფარეთ თავზე სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას 1,5 საათის განმავლობაში. 3. ცომი გადაიტანეთ ფორმაში (ნახევარზე მეტს რომ ფარავდეს). ფორამშივე შეურიეთ ქიშმიში, ცუკატები, შოკოლადი. თავზე მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი და გამოაცხვეთ 155 გრადუსზე 1,5 საათის განმავლობაში (თუკი დიდ ფორმაში აცხობთ. პატარას უფრო მცირე დრო დასჭირდება). მომზადების ვიდეო იხილეთ აქ