ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, საფუარი და შაქარი. ამოურიეთ კარგად. დაუმატეთ წყალი, რძე, გამდნარი კარაქი და კარგად ამოურიეთ. მოზილეთ ცომი, ზილეთ 5 წუთის განმავლობაში. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას. ცომი რომ ამოვა, ერთხელ ჩაზილეთ და რამდენიმე წუთით კვლავ თბილ ადგილას დააყოვნეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ 35 X 30 სმ-ზე. დაჭერით 3 სმ სიგანის ზოლებად და მილის ფორმით გადაახვიეთ. მილებს თავზე გადაუსვით წყალშერეული ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. შოგთავსი: სოკო და ხახვი დაჭერით კუბებად. შეწვით სოკო ზეთში. დაუმატეთ ხახვი და ცოტა ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოხარშული კვერცხი და დამწნილებული კიტრი დაჭერით კუბებად. ეს ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს. დაასხით მაიონეზი და კარგად ამოურიეთ. გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი. ეს მასა გადაიტანეთ მილებში. გემრიელად მიირთვით!