ქლიავის ჩირს დაასხით წყალი ისე, რომ სრულად დაიფაროს. ბეკონი თხელ, 10 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭერით. ცოტა მარილი მოაყარეთ. ქლიავის ჩირი შუაზე გაჭერით, შიგ მოათავსეთ ნიგოზის ნახევარი ლებანი და გარშემო ბეკონი შემოაყოლეთ. დაამაგრეთ ხის ჩხირებით. გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.