ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, კაკაო, მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი. კარგად ამოურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი და თან ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ზეთი და კარგად გახსენით ცომის მასაში. ცომი გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით. ნებისმიერი სახეობის წვენი ჩაასხით ქვაბში. მასა რომ შეთბება, დაუმატეთ მანის ბურღული. ურიეთ გამუდმებით ერთგვაროვანი მისის მიღებამდე. კრემი რომ გასქელდება და დუღილს დაიწყებს, მზადაა. გააგრილეთ კრემი. ბისკვიტი გაჭერით შუაზე. გაგრილებული კრემი გათქვიფეთ მიქსერით. დაკრემეთ ბისკვიტი, კრემი გადაანაწილეთ თავზეც. გააფორმეთ ბისკვიტის ნარჩენებით ან შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!