კვერცხის გული და 80 გ შაქარი ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი, ზეთი და თბილი რძე. ბოლოს ჩაცერით ფქვილი და ამოურიეთ. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი. კვერცხის ცილა ამოიყვანეთ 100 გ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად. ეს მასა დაუმატეთ ცომს. ამოურიეთ სილიკონის ან ხის კოვზით. 28X36 სმ ფორმისთვის ორი ფირფიტის მასალაა. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 25-30 წუთით. კარაქი ან მარგარინი ამოიყვანეთ მოხარშულ შესქელებულ რძესთან ერთად. დაუმატეთ თაფლი და ვანილი. ეს კრემი გადაანაწილეთ ფირფიტებზე. ნიგოზი ან/და ნუში გადაანაწილეთ ფენებს შორისა და ნამცხვრის თავზე. გემრიელად მიირთვით!