ჯამში გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. დაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი და ამოურიეთ. კვერცხი გათქფვიფეთ რძესა და ზეთთან ერთად. ეს მასა დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ. მდუღარე წყალში გახსენით 1 სკ ძმარი და დაუმატეთ ეს სითხე ცომს. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 30 წუთით 200 გრადუსზე. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 160 გრადუსამდე და კიდევ 30 წუთით აცხვეთ. ბისკვიტი კარგად გააგრილეთ და დაჭერით. ჯერ მოაჭერით ზედა ნაწილი (თავი, რომელიც გამაგრებული იქნება). დანარჩენი ნაწილი 4 ტოლ ფირფიტად გაჭერით. ბისკვიტის თავი დააქუცმაცეთ ხელით ან კომბაინში. მას თავზე მოსაყრელად გამოვიყენებთ. არაჟანი გათქფვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ არაჟნის გამასქელებელი და ვანილი, გააგრძელეთ მორევა. კრემი გადაანაწილეთ ფირფიტებზე. თავზე მოაყარეთ დაფშვნილი ფირფიტა. ნამცხვარი გააგრილეთ მაცივარში, რომ კრემი კარგად გაუჯდეს და მიირთვით.