ჟელატინი დაალბეთ წყალში. შაქრის ფხვნილი ჩაყარეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და ლიმონის წვენი. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გამუდმებით ურიეთ. სიროპი გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. ჟელატინი სრულად რომ გაიხსნება ცხელ მასაში, ჯამში გადაიტანეთ და თქვეფა დაიწყეთ. 3-5 წუთში მასა გასქელდება და გათეთრდება. გლაზური გადაუსვით თავზე პასკებს, ნამცხვრებს და ა.შ.