კვერცხი გათქვიფეთ შაქართან ერთად. მაწონს დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა და ამოურიეთ. მაწონი დაუმატეთ კვერცხს და გათქვიფეთ. დაუმატეთ რძეც. შემდეგ შეათქვიფეთ ფქვილი, მარილი და ვანილი. ბოლოს დაუმატეთ ზეთი და შოკოლადის ნატეხები. ცომი გადაიტანეთ მაფინის ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 18-20 წუთით. გემრიელად მიირთვით!