ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და ათქვიფეთ, ეტაპობრივად დაუმატეთ ზეთი და რძე. ბოლოს - ფქვილი და გამაფხვიერებელი. ტაფაზე მოაყარეთ 1 სკ შაქარი. დაჭერით ბანანი და გადაანაწილეთ ტაფაზე. შაქარი მოაყარეთ თავზე ბანანსაც. ცომი დაასხით ბანანს, ტაფას თავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით დააყოვნეთ. თავი რომ მოშუშდება, მზად არის. ნამცხვარი გადაიტანეთ თეფშზე და შემდეგ მეორე მხრით მოათავსეთ ტაფაზე. მეორე მხარეც რომ მოშუშდება, მზადაა. გემრიელად მიირთვით!