კონიაკს დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და 10-15 წუთით გააჩერეთ. შიგადაშიგ ურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი და შაქარი. კვერცხი კარგად უნდა ამოვიდეს, გასქელდეს და გაღიავდეს. ამ მასაში ჩააცერით ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და კაკაო. კარგად ამოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ბოლოს დაუმატეთ ზეთი ეტაპობრივად და ამოურიეთ. ეს მასა გადაიტანეთ ფორმაში (25-26 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით. კრემი #1 ქვაბში ან ტაფაზე გადაიტანეთ კარაქი და გაადნეთ. დაუმატეთ შედედებული რძე და ქოქოსის ფანტელები. კარგად მოურიეთ. მასა რომ გასქელდება, მზადაა. გადაიტანეთ ჯამში და სრულად გააგრილეთ. რომ გაგრილდება, მოათავსეთ მაცივარში. კრემი #2 კარაქი გათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვფეა. მნიშვნელოვანია, რომ კარაქი და შედედებული რძე ერთი და იმავე ტემპერატურის იყოს. ბისკვიტი გაჭერით ორ ნაწილად. კარგად დანამეთ ორივე ნაწილი. ერთ ნაწილზე მოათავსეთ ქოქოსის ფანტელებიანი კრემი მთლიანად, შემდეგ მეორე კრემი გადაანაწილეთ. დაადეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი და გადაანაწილეთ მეორე კრემი თავსა და გვერდებზე. სურვილისამებრ, თავზე მოაფრქვიეთ კაკაო. გემრიელად მიირთვით!